განსაკუთრებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, როდესაც დოლარში საქართველოს ეკომიკა გაორმაგდა, ორჯერ და მეტად გაიზარდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკურმა ზრდამ შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდა საშუალო ანაზღაურება.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების სამეულშია.
“ბოლო 3 წლის განმავლობაში, საქართველოში შეიქმნა 195 000 ახალი სამუშაო ადგილი, ამდენად, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი, დაახლოებით გაორმაგდა საშუალო ანაზღაურება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარებას და სავალუტო ფონდის პროგნოზიც არის ძალიან ოპტიმისტური. ჩვენ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში ვართ, სამეულში ვართ, ეკონომიკური განვითარების პროგნოზის თვალსაზრისით. ჩვენი ეკომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ამ გათვლების თანახმად, 2030 წლისთვის მიღწევს მიაღწევს 13 500 დოლარს, შესაბამისად, საქართველო გადავა უკვე მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგში. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს მთლიანად თვითკმარი ქვეყანა, ეს არის თავისუფლად მიღწევადი. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მუდმივად დაიხვეწება და გაფართივდება შესაბამისი პაკეტები,”- განაცხადა პრემიერმა.
დოლარში საქართველოს ეკონომიკა ორჯერ და მეტად გაიზარდა, ეკონომიკური განვითარების პროგნოზით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სამეულში ვართ - კობახიძე
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება – ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციას კენჭს უყრიან
თუკი რამეში უსწრებს საქართველოს მოლდოვა და უკრაინა, მხოლოდ უარყოფით მაჩვენებლებში - ირაკლი კობახიძე
ჩვენი პასუხისმგებლობაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ყველაფერში პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი ვალდებულებების შესრულება – ირაკლი კობახიძე