რამდენიმედღიანი გამყარების შემდეგ, დღეს ლარი ისევ უფასურდება. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ამ დროისთვის ერთო დოლარი 2.5835 ლარად ივაჭრება, ეს კი გუშინ სებ-ის მიერ დადგენილ ოფიციალურ კურსთან (2.5570 ლარი ერთი დოლარი) შედარებით 0,0265 ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ დღეს პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5635 ლარით დაიწყო, თუ დღის განმავლობაში ზრდა ასეთი ტემპით გაგრძელდა, დღის ბოლოს ოფიციალური კურსიც დაეცემა.