აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ აშშ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები ძალიან მალე იქნება. ამის შესახებ ელჩმა Facebook ლაივში განაცხადა. 

ვმუშაობთ ბევრს იმისთვის, რომ პირდაპირი რეისები დაინიშნოს. ყველა ვინც, მგზავრობს აშშ-ის მიმართულებით, ხვდება რა დიდებული იქნება პირდაპირი ფრენა, რომელიც ასევე ხანგრძლივი იქნება.  არსებობდა გარკვეული ინტერესი 2019 წელს, სანამ პანდემია დაიწყებოდა და ამ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის პერსპექტივითაც, რომ მოიძებნოს შესაბამისი კომპანია, რომელიც დათანხმდება, რომ იმუშაოს ამ საკითხზე ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით. მართლაც, ძალიან კარგი იქნება ეს", - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.