,, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომპანიებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ინფრასტრუქტურულ პროექტებშიძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას, რაც ქვეყნის განვითარების საფუძველიაქვეყანაში ძალიან ბევრი  პროექტი ხორციელდება და გავქვს გარკვეული პრობლემები  შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით, ამიტომ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ სწორი სისტემა თუ როგორ უნდა მოხდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის''-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინსიტრმა, რევაზ სოხაძემ საავტორო რუბრიკაშიბიზნეს ინსაიდერი საქართველოისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნარეგულარულად ტარდება შეხვედრები, სადაც მხარეები აზრებსა და პრობლემურ საკითხებს ცვლიან. მათ შორის გამოყო ბოლო შეხვედრა, სადაც  პრემიერ-მინისტრთან და სამინისტროს გუნდთან ერთად, სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად  ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა, რის გამოც აუცილებელია გადასვლა ახალ სტანდარტებსა და მიდგომებზე.

,,გვინდა ჩამოვაყალიბოთ კომუნიკაციის  სწორი სისტემა  სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის  და ერთ-ერთი ამ მიმართულებით არის ე.. თეთრი სია, რომელის პრინციპის გადახედვაზე  მიღებულია გადაწყვეტილება. გარდა ამისაშევისწავლეთ თუ რა პროექტებს ვმართავთ და რა მდგომარეობაა  ამ მიმართულებით. გვაქვს  ცუდი მაგალითები იმისა , როდესაც ავანსი არის გაცემული საკამოდ დიდი ოდენობით და ვალდებულებები არ არის შესრულებული. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავაზღვიოთ ქვეყანა  მსგავსი რისკებისგან,  რათა სახელმწიფომ რეალურ ფასად მიიღოს შესაბამისი პროდუქტი“-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნასამშენებლო ნორმების  მოსაწესრიგებლად უკვე გადადგმულია რეალური ნაბიჯები, სამუშაოებში ჩართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც და უახლოეს პერიოდში  ქვეყანას  ექნება ახალი ევროკოდები და ის ნორმები, რომლითაც იხელმძღვანელებენ  მშენებლობის დროს.

,,ნამდვილად არ არის სწორი, როდესაც დღეს,  პროექტების განხორციელების დროს 1982-83 წლებში მიღებული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. შესაბამისადკომუნიკაცია ბიზნესთან იქნება ძალიან აქტიური. ჩემი, როგორც მინისტრის და  ჩვენი სამინისტროს მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის სახელმწიფო ინტერესის დაცვაბევრი ხარვეზიამათ  შორის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე კომპრომისი იყოს ჩვენი მხრიდან დაშვებულიყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფომ მიიღოს ის ხარისხი რა ხარისხიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსმოვუწოდებ კომპანიებსაც , რომ მათაც ამ მიმართულებით აქტიურად  იმუშაონსხვა შემთხვევაში ჩვენი თანამშრომლობა უბრალოდ ვერ შედგება’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.