ავტომობილების რეექსპორტის გადასახადი 240 ლარიდან 640 ლარამდე გაიზარდა, ჩვენი სეგმენტი მნიშვნელოვნად შემცირდა, - ამის შესახებ კომერსანტის თემის ეთერში საუბრისას „გრინ ლაითის“ დამფუძნებელმა სერგი ბერიანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადასახადის ზრდამ ყაზახ და სხვა ავტოდილერებს მისცა სტიმული, რომ უცხოეთში ავტომობილები თვითონვე შეესყიდათ, რამაც ჩვენს ავტოდილერებს სეგმენტი შეუმცირა.

სამწუხაროდ რეექსპორტის საფასური მნიშვნელოვნად გაძვირდა. თუკი აქამდე ავტომობილის რეექსპორტში 240 ლარს ვიხდიდით, ახლა დაახლოებით 640 ლარი გახდა ეს გადასახადი. რა მანქანაც არ უნდა გაიყვანო რეექსპორტზე, ამ გაზრდილი გადასახადის გადახდა გიწევს. აქამდე, როცა რეექსპორტს ვახორციელებდით, თავად დამკვეთი ქვეყნის წარმომადგენლები იხდიდნენ საფასურს, ახლა კი როცა გადასახადი 640 ლარამდე გაიზარდა უკვე ჩვენ, დილერებს გვთხოვენ, რომ გადავიხადოთ. 

ამ ფონზე ჩვენ სეგმენტი შეგვიმცირდა. ავტომობილების ყველაზე პოპულარული მოდელები, რომლებიც ჩვენ ჩამოგვქონდა და შემდეგ რეექსპორტზე გაგვქონდა, იმას უკვე ყაზახები და სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თვითონვე ყიდულობენ“. - განაცხადა სერგი ბერიანიძემ.