ამერიკულმა ენერგეტიკულმა კომპანიებმა NextEra Energy-მ და Dominion Energy Inc.-მა დაახლოებით 67 მილიარდ დოლარიანი გარიგების ფარგლებში, შერწყმის შესახებ გამოაცხადეს.
როგორც NextEra–ს პრესრელიზშია ნათქვამი, ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად, შეიქმნება გიგანტი ელექტროენერგეტიკის სფეროში და მსხვილი პლატფორმა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დარგში ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის.
გარიგების პირობების თანახმად, Dominion-ის აქციონერები თითოეული აქციის სანაცვლოდ 0.8138 NextEra-ს აქციას მიიღებენ. შედეგად, ისინი გაერთიანებული კომპანიის 25.5%-ს მიიღებენ, ხოლო NextEra-ს აქციონერები - 74.5%-ს.