მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელმა კომპანიამ, ამერიკულმა Oracle Corp.-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 21 000 თანამშრომლით შეამცირა სამუშაო ძალა, – ნათქვამია კომპანიის დოკუმენტებში, რომლებიც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ვებსაიტზეა განთავსებული.

მაისის ბოლოს კომპანიაში დაახლოებით 141 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ  პერიოდში 162 ათასი იყო.

სამსახურიდან გათავისუფლებით გამოწვეულმა ჩამოწერებმა დაახლოებით 1.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სამსახურიდან გათავისუფლება ნაწილობრივ განპირობებული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ თანამშრომლების ფუნქციების გადაბარებით.

ვრცლად interfax – ზე