საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების დაწყების სურვილი გამოთქვეს არამარტო რუსულმა, ასევე ქართულმა კომპანიამაც. მან მთავრობის სხდომის შემდეგ თქვა, რომ კომპანიებს ფრენების დაწყება უნდათ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან.
"დღეისათვის მოთხოვნაა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით - ამ სამივე აეროპორტიდან როგორც ქართული, ისე რუსული ავიაკომპანიების მხრიდან... დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტების შესწავლას..." - თქვა მან.
მოგვიანებით მინისტრმა დააკონკრეტა, რომ განაცხადები შესულია სამი რუსული და ერთი ქართული კომპანიისგან, თუმცა მათი სახელები არ მიუწოდებია მედიისთვის.