„აწარმოე საქართველოში“ კომპანიების მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშესაწყობად ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშს წარმდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, კაპიტალის ბაზრების განვითარების მიზნით ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკს დიდი სამუშაო აქვთ გაწეული და „აწარმოე საქართველოში“ ამ პროცესში როგორც ბიზნესის ხელშეწყობის აღმასრულებელი რგოლი ისე ჩაერთვება. როდიდან ამოქმედდება აღნიშნული პროგრამა, მიხეილ ხიდურელს არ დაუკონკრეტებია.
„ეკონომიკის სამინისტროსთან და მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ ახალ მიმართულებებზე. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებაა. ყველას გვესმის, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, ბანკების მიმართულებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანა, საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყარო უნდა არსებობდეს და ამის ყველაზე კარგი მაგალითი კაპიტალის ბაზრებია, სადაც პოლიტიკის მიმართულებით დიდი სამუშაო ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებმა, ეროვნულმა ბანკმა გასწიეს. ჩვენ, როგორც განმახორციელებელმა უწყებამ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო. პირველ რიგში, ტექნიკური დახმარების პროგრამების ჩაშვებას ვგეგმავთ, როგორიცაა მაგალითად, კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დახმარება. ეს პროცესი ძალიან კონკრეტულ ცოდნას, ტრენინგებს და ხარჯებს მოიცავს, ამ მიმართულებით როგორც ტექნიკური ცოდნის დახმარებით შესვლას, ასევე კომპანიებისთვის ფინანსური ობლიგაციების გამოშვებაში ფინანსურ დახმარებაში შესვლას ვფიქრობთ“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
„აწარმოე საქართველოში“ კომპანიებისთვის ბონდების გამოშვებისას ტექნიკური დახმარების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს
საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს - ევროკომისარი
ჩვენთვის საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს აშშ და უფრო მეტად საინტერესოა, რას უპირებს ევროკავშირს ის არაფორმალური ძალა, რომელიც დღეს კარნახობს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ევროპულ ბიუროკრატიას – ირაკლი კობახიძე
„ევროკავშირს წლიდან წლამდე უკუსვლა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, ყველა მიმართულებით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტენდენციები არის ძალიან მძიმე“ – ირაკლი კობახიძე
წელს სავალუტო რეზერვები სავარაუდოდ, გადასცდება პირველად ისტორიაში 6 მლრდ დოლარს - ირაკლი კობახიძე
მარტა კოსი, რამდენადაც ვიცი, ნამყოფი არ არის საქართველოში და წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს – შალვა პაპუაშვილი