2024 წლის 10 თვეში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აშშ-თან სავაჭრო ბრუნვა 5%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში საქართველო-აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.73 მილიარდ დოლარს მიაღწია, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 1.82 მილიარდ დოლარი იყო.
5 ძირითადი საიმპორტო პროდუქტი აშშ-დან:
- მსუბუქი ავტომობილები - 1.455 მილიარდი აშშ დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 19.8 მილიონი აშშ დოლარი;
- გაყინული ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 7.88 მილიონი აშშ დოლარი;
- კვების პროდუქტები - 5.45 მილიონი აშშ დოლარი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები - 5.04 აშშ მილიონი დოლარი.
5 ძირითადი საექსპორტო პროდუქცია აშშ-ში:
- ფეროშენადნობები - 90,12 მილიონი აშშ დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6.37 მილიონი აშშ დოლარი;
- მილები - 5.92 მილიონი დოლარი;
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 3.93 მილიონი აშშ დოლარი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - 3.78 მილიონი აშშ დოლარი.