უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვების მაჩვენებელი გაზრდილია 112%-ით, ხოლო 2021 წელთან შედარებით, გვაქვს 14%-იანი ზრდა. ასევე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, 96%-ით არის გაზრდილი და 4.4 მილიარდ ლარს შეადგენს დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება; 2021 წელს თუ  შევადარებთ,  13%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ამავე დროს, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სოფლად 6.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე და, 2022 წელს, 15.7 პროცენტი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია 2.5 პროცენტული პუნქტით).

აღნიშნული სტატისტიკა ოთარ შამუგიამ, საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას წარმოადგინა.