2026 წლის იანვარი – ივნისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 10.7 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, გავიდა, 16.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აქედან, მხოლოდ ივნისში ექსპორტირებულია 1,7 ათასი ტონა, 2,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ხილისა და ბოსტნეულის წვენები.იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოდან ექსპორტირებული იყო 9 ათასი ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენები, 14.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხილისა და ბოსტნეულის წვენების რაოდენობა 36%-ით (2.8 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 28%-ით (3.6 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.წვენების ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: აშშ (23%), ავსტრალია (21%), რუსეთი (12%), გერმანია (11%) და ისრაელი (7%).
2025 წელს წვენების ექსპორტმა მკვეთრად მოიმატა და $24.1 მლნ-ის ღირებულების 15 367 ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს მაჩვენებელი $21.7 მლნ და 14 581 ტონა იყო. 2023 წელს ექსპორტზე $16.2 მლნ-ის 12 572 ტონა გავიდა. 2022 წელს – $15.5 მლნ და 13 251 ტონა იყო, ხოლო 2021 წელს – $11.9 მლნ და 9 580 ტონა.
რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მაისში ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტმა $5.3 მლნ-ის ღირებულების 2 229 ტონა შეადგინა,