დეფიციტური პერიოდის შემდეგ, 2026 წელს ბაზარზე მიწოდება ბრუნდება. აშშ-ში ნიადაგიდან მოპოვებული ნავთობის ზრდა, ბრაზილიიდან და ერაყიდან გაზრდილი ნაკადები და OPEC8+-ის მიწოდების შემზღუდავი კვოტების შერბილება ბაზარზე სიჭარბეს შექმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას TBC Capital პუბლიკაციაში „ფინანსური ბაზრების გლობალურi მოლოდინები“ აქვეყნებს.

პუბლიკაციის მიხედვით, ჭარბი ნავთობი პორტებში დაგროვდება, გაზრდის მარაგებს კომერციულ საწყობებში, შეამცირებს ვადიანობის სპრედებს და შეასუსტებს რისკს, რაც აქამდე ფასებს ზრდიდა.

„გათვლა შემდეგია: 2025 წლის ბოლოდან 2026 წლის ბოლომდე დღიურად, საშუალოდ 2.5 მლნ ბარელის (მბ/დ) სიჭარბეს ველოდებით. 2026 წელს მიწოდების~4 მბ/დ- იანი ზრდა მოთხოვნის~1 მბ/დ-იან ზრდას გადააჭარბებს, რაც 2.5-3 მბ/დ-იან სიჭარბეს შექმნის. ეს ბრენტი ნავთობის ფასს $55-ის, ხოლო WTI-ის- $50 დოლარის მიმდებარედ დააფიქსირებს.

თანაც, ჩინეთსა და აშშ-ში მოთხოვნის მოკრძალებული ზრდა ამ მოცულობის ასათვისებლად საკმარისი არ არის— მიწოდება დომინირებს. თუმცა, არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. წლის განმავლობაში დაწესებულმა სანქციებმა რუსული ნავთობი რისკიან პროდუქტად აქცია, რის გამოც მისი ფასი შემცირდა, თუმცა, შედეგი ძირითადად, ნაკადების გადამისამართება ან ოფშორულ კომპანიებში გადატანა იყო და არა ვაჭრობის მოცულობის შემცირება. „ჩრდილოვანი ფლოტი“, ალტერნატიული ტრეიდერები და შერჩევითი ლიცენზირება რუსული ექსპორტის მოძრაობას მაინც უზრუნველყოფს. სანქციები, სავარაუდოდ, შეამცირებს მწარმოებლის მარჟებს და გამოიწვევს ეპიზოდურ მერყეობას, მაგრამ არა ხანგრძლივ გლობალურ დეფიციტს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.