დედაქალაქში, აბანოთუბანში „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენება იგეგმება, რის გამოც ხუთ ოჯახს, წინააღმდეგობის მიუხედავად, ექსპროპრიაციის გზით, ქონებას ჩამოართმევენ.
გადაწყვეტილებას ხელი ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა მოაწერა.
„პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“, - აღნიშნულია ბრძანებაში.
ცენტრი აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელობის იქნება.
თავდაპირველად მშენებლობის დაწყება გორგასლის ქუჩა #25-ში იგეგმებოდა, ამისთვის 2023 წლის 27 ოქტომბერს „საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებაც“ გაიმართა. თუმცა „მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი“ და დამატებითი ორი დასახლებული სივრცის ათვისება, საიდანაც ერთის გამოსყიდვამ საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა.