„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ 9, 10 და 11 აპრილს, ოფიციალური უქმე დღეების მიუხედავად, უფლისციხისა და ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალები ასევე უჯარმისა და დავითგარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი დამთვალიერებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება“ – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„12 და 13 აპრილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მოქმედი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები არ იმუშავებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.