იაპონურმა კომპანია Mazda Motor-მა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთისთვის განკუთვნილი ავტომობილების წარმოებას მაისამდე აჩერებს, – ამის შესახებ Nikkei Asia წერს.

Mazda-ს ექსპორტი მარტში უკვე შეჩერდა. წარმოება ახლა აშშ-სა და ევროპისთვის განკუთვნილი ავტომობილებისკენ იქნება მიმართული.

ავტომწარმოებელი იაპონიიდან აწარმოებდა და ექსპორტზე ატარებდა თავის ძირითად მოდელებს ახლო აღმოსავლეთისთვის, მათ შორის ფლაგმანურ კროსოვერ Mazda CX-5-ს. კომპანია გეგმავს წარმოების საერთო მოცულობის შენარჩუნებას და ამავდროულად, დასავლეთის ბაზრებისთვის CX-5-ის და სხვა მოდელების წარმოების გაზრდას.

ვრცლად liga.net - ზე