ირანი იმუქრება, რომ საწვავის მიწოდება „წლების განმავლობაში“ შეწყდება, თუ დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებს და ირანის ტერიტორიის მასშტაბურ დაბომბვას დაიწყებს.

გავრცელებული ცნობით, „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აფრთხილებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს, რომ რეგიონის ნავთობზე და გაზზე წვდომა წლების განმავლობაში შეუწყდებათ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი შეასრულებს თავის მუქარას ელექტროსადგურებსა და ხიდებზე თავდასხმის შესახებ.

ასევე, ირანელი სამხედროები ემუქრებიან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოებს.

„ჩვენ დიდი თავშეკავება გამოვიჩინეთ და საპასუხო სამიზნეების არჩევისას გავითვალისწინეთ ყველა გარემოება, მაგრამ ამიერიდან ყველა ეს მოსაზრება ამოღებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

1tv.ge