ირანში ომი აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.

იტალიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლები უფრო გაბედულები უნდა იყვნენ.

„ეს ომი, ასევე, აშშ-ის გლობალურ ლიდერობას საფრთხეს უქმნის. ამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უფროსთან შეპასუხებას ვერავინ ბედავს“, - განაცხადა გვიდო კროსეტომ.

მისი თქმით, შიშობს, რომ კონფლიქტი შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს.

„სწორედ ჩვენმა მსგავსმა ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ ჰიროსიმა და ნაგასაკი კონფლიქტის დასრულებისთვის მისაღები საშუალება იყო. სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ ვფლობთ ბირთვულ იარაღს, ხოლო ისინი, ვისაც ის არ აქვს, მის მოპოვებას ცდილობენ. ვერაფერი ვისწავლეთ“, - აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

ipn.ge