Financial Times-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში მეორადი ელექტრომობილების გაყიდვები ბენზინის ფასების ზრდის ფონზე გაიზარდა.
ამ კვირაში აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა 4 დოლარს გადააჭარბა გალონზე, რაც პირველად მოხდა 2022 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ამასობაში, ახალი მანქანის საშუალო შესყიდვის ფასი რეკორდულ მაქსიმუმს უახლოვდება.
„კოქს ავტომოტივი“ ვარაუდობს, რომ პირველ კვარტალში მეორადი ელექტრომობილების გაყიდვები წინა წელთან შედარებით 12%-ით, ხოლო კვარტლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსები ამ ზრდას 2020-იანი წლების დასაწყისში იჯარით შეძენილი ასობით ათასი იაფფასიანი მეორადი ელექტრომობილის ჭარბ შემოდინებას მიაწერენ, რომლებიც ახლა ბაზარზე იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ბრუნდებიან.