Reuters-ის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ამერიკელ რეპერს, კანიე უესტს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილების მიზეზად მისი წარსულში გაკეთებული ანტისემიტური შინაარსის განცხადებები და ნაციზმის მიმართ მხარდაჭერა სახელდება.
აღნიშნულის გამო, ლონდონში დაგეგმილი Wireless Festival სრულად გაუქმდა.
ამავე მიზეზის გამო რამდენიმე თვის წინ ამერიკელი რეპერი არც ავსტრალიაში შეუშვეს.
ცნობისთვის, 2022 წლის მიწურულს კანიე უესტმა რამდენიმე განცხადებით კარიერა დაისამარა - ცნობილი ჰიპ-ჰოპ არტისტი ანტისემიტური გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს.
სექტემბერში მუსიკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა ტანსაცმლის ბრენდმა Gap. შემდეგ ჰიპ- ჰოპ არტისტთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა მოდის სახლმა "ბალენსიაგამ" და ,,ადიდასმ".
გარდა ამისა ერთ-ერთმა კინოსტუდიამ არ გამოუშვა დოკუმენტური ფილმი, რომელიც უესტის ცხოვრებას ეფუძნებოდა. მსხვილ კომპანიებთან კონტრაქტების გაწყვეტის შემდეგ მომღერალი Forbes-ის მილიარდერთა სიიდან ამოვარდა.