ნეპალის პოლიციამ მასშტაბური თაღლითობის სქემა გამოავლინა, რომელიც ევრესტზე გიდების მიერ უცხოელი მთამსვლელების განზრახ მოწამვლას ეხება. ამის შესახებ The Independent წერს.

ევერესტის გიდები მთამსვლელებს წამლავდნენ, რათა მათი „გადარჩენისთვის“ სადაზღვევო კომპანიებისგან ანაზღაურება მიეღოთ. თაღლითობის გამო ბრალი 32 ადამიანს წაუყენეს და 11 დააკავეს. სულ ყალბი გადარჩენის 300-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, საუბარია 20 მილიონი დოლარის ზარალზე.

გამომძიებლების თქმით, თაღლითებმა ევაკუაციაზე ტურისტების დათანხმებისთვის რამდენიმე მეთოდს იყენებდნენ. ისინი მთასვლელებს საკვებში უმატებდნენ ნივთიერებებს და პროდუქტებს, რომლებიც იწვევდა „სიმაღლის ავადმყოფობის“ მსგავს სიმპტომებს, მათ შორის გულისრევას, ღებინებას და თავბრუსხვევას.

ამის შემდეგ, ტურისტებს ურჩევდნენ დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას და სამაშველო ვერტმფრენის გამოძახებას. გიდები ტურისტების გადარჩენის იმიტაციას აკეთებდნენ, რათა სადაზღვევო კომპანიებისგან ანაზღაურება მიეღოთ. 

სქემის ორგანიზატორები აყალბებდნენ სამედიცინო დოკუმენტებს და ზრდიდნენ ხარჯებს.

პოლიციის ცნობით, 2022-დან 2025 წლამდე თაღლითობის მსხვერპლი 4782 უცხოელი მთამსვლელი გახდა.