საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.2 მლნ. ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 9.4 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, აღნიშნული მოცულობის 7.1 პროცენტი მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 33.8 პროცენტი — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 59.1 პროცენტი — ტრანზიტზე.
რაც შეეხეება მგზავრთა მომსახურებას, საქსტატის ცნობით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 428.0 ათასი მგზავრი, რაც 18.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 93.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც
22.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2025 წლის II კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 423.0 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98.8 პროცენტს შეადგენს და 18.9 პროცენტით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 5.0 ათასი მგზავრი, რაც 43.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 64.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 35.9 პროცენტი (2025 წლის II კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა)