2025 წლის II კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა, ამის შესახებ საქსტატის ექსპრეს მონაცემებშია აღნიშნული.
,2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ
(არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 843.8 მლნ. აშშ
დოლარი იყო (გაიზარდა 8.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 10 310.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა
10.8 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 466.2 მლნ. აშშ
დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია",- აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, 2025 წლის იანვარ-ივლისში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6.466 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 პროცენტია.