2024 წელს საქართველომ აშშ-ში 141,046.33 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. 2023 წელს კი 96,986.84 ათასი დოლარის, შესაბამისად ზრდა 45,4%-ია. 2024 წელს საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის 64%-ი ფეროშენადნობები იყო.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის შემდეგია:
- ფეროშენადნობები - 90,293.51 ათასი დოლარი;
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 8,425.33 ათასი დოლარი;
- საფრენი აპარატების ნაწილები - 7,244.52 ათასი დოლარი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,146.92 ათასი დოლარი;
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5,354.20 ათასი დოლარი;
2024 წელს საქართველომ აშშ-დან 2,047,270.03 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2023 წელს კი 2,050,879.17 ათასი დოლარის, შესაბამისად კლება 0,2%-ია. აშშ-დან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - 1,879,120.53 ათასი დოლარი;
- თხილი და სხვა კაკალი - 22,913.73 ათასი დოლარი;
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 13,252.21 ათასი დოლარი;
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 6,555.35 ათასი დოლარი;
- მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 6,333.63 ათასი დოლარი;