2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით ზღვის დაბინძურების გამო 1 100 000 ლარის ჯარიმა გამოიწერა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სულ 11 დარღვევა გამოვლინდა, გარემოსთვის მიყენებული ზარალი კი 58 562 ლარადაა შეფასებული.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან გემების მიერ ზღვის დაბინძურებაზე ჯარიმა 100 000-მდე გაიზარდა. მანამდე ჯარიმა 65 ათასი ლარი იყო.