სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია 1 აპრილიდან 1 მაისამდე, წარმოადგინოს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიში.


ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მფლობელები, თევზჭერის ლიცენზიის მფლობელები და ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები ვალდებულები არიან ანგარიში წარუდგინონ ლიცენზიის გამცემს - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს (მის. ქ. თბილისი, დ. აღმაშენებელის გამზ 150, ელ. ფოსტა: info@nea. gov.ge) ან/და დეპარტამენტს (მის. ქ. თბილისი, ვ. წითლანაძის I შესახვევი, №1, ელ. ფოსტა: info@des.gov.ge).


სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელები კი ანგარიშს წარადგენენ ელექტრონულად, ინტერნეტ გვერდზე rs.ge.


სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა, კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს