დეპოზიტების დაზღვევის სისტემა გაფართოვდა. დღეიდან  ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 ათასიდან 50 ათას ლარამდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 12 მილიარდ ლარამდეა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ფიზიკურ პირებზე მოდის.

ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,9 მილიარდი ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 6,1 მილიარდი  ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,8 მილიარდი ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 960,8 მილიონი ლარია.

2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 69,2 მილიარდ  ლარს შეადგენს.

მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 35,9 მილიარდი  ლარია,  ხოლო იურიდიული პირების - 33,2 მილიარდი ლარი.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაფართოებას მიკრობანკებში დადებითად აფასებენ.

ცნობისთვის, ამ ფინანსური ინსტიტუტებს  კანონით მხოლოდ იმ მოცულობის დეპოზიტის მიღების  შესაძლებლობა აქვთ, რაც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერაა დაზღვეული.

წყარო: ბიზნესპარტნიორი