რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად კრძალავს - ინფორმაცია რუსულმა მედიამ TACC-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ აკრძალვა ძალაში დღეიდან, 1 აპრილიდან შევა.
მათივე ცნობით, შეზღუდვა აქამდე მხოლოდ არამწარმოებელ ტრეიდერებზე ვრცელდებოდა, თუმცა ახალი რეგულაციით ექსპორტი უშუალოდ ნავთობკომპანიებსაც აეკრძალებათ.
ექსპორტის აკრძალვის შესახებ საკითხი რუსეთში დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის შიგნით საწვავზე ფასების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.