PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით დასაქმების პორტალ jobs.ge - ზე სულ გამოქვეყნებული იყო 38 330 ვაკანსია, როგორც ამავე კვლევაშია აღნიშნული 2021 -2022 წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა გაზრდილია 18,7% - ით, რამ გამოიწვია ეს ზრდა და რა პროფესიებზეა მოთხოვნა, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ PMC კვლევით ცენტრის უმცროსმა მკვლევარმა შოთა მაჭარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აპრილში ვაკანსიების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 12,3%-ით არის შემცირებული, თუმცა ეს შემცირება ლოგიკურია, რადგან შრომის ბაზარს გარკვეული სეზონურობა ახასიათებს და რაღაც სეზონებში უფრო მეტი ვაკანსიაა.
„2023 წლის აპრილში ყველაზე დიდი მოთხოვნა გაყიდვებზე და შესყიდვების სექტორში, ადმინისტრაციასა და მენეჯმენტის სექტორში იყო, თუ გადახედავთ წინა წლებს ზოგადად პირველი კვარტალში უფრო მაღალი უმუშევრობაა ვიდრე მეორე და მესამე კვარტალში. მეოთხე კვარტალში კი მცირედით კვლავ იმატებს უმუშევრობა.
ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსი და ამ ინდექსში ბიზნესების მოლოდინია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. 2023 წლის მეორე კვარტალის პრობლემად ბიზნესებისთვის კვლავ კადრების დეფიციტი და კვალიფიციურ კადრების ნაკლებობა რჩება“- აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ხელფასებს, მაჭარაშვილი აღნიშნავს რომ საქართველოში ხელფასების ზრდა ფიქსირდებოდა როგორც 2022 წელს, ასევე დაფიქსირდა 2023 წლის პირველ ნახევარშიც, მისივე თქმით სტატისტიკის მიხედვით ხელფასები ყოველთვიურად იზრდება.
„jobs.ge - ს მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი პროფესია არის კონსულტანტი, შემდეგ მოდის გარდერობის მენეჯერი, მას მოსდევს მოლარე კონსულტანტი და მეოთხე ადგილს იკავებს მიმტანის პოზიცია“- აღნიშნა შოთა მაჭარაშვილმა.