საქართველოში 15 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიის სია 2021 წლის მონაცემების მიხედვით, FinSPOT-მა გამოაქვეყნა.

სიის სათავეში შპს სოკარ ენერჯი ჯორჯიაა, რომლის შემოსავალი 2 მლრდ ლარს აჭარბებს, ნავთობის იმპორტიორი კომპანიების წმინდა მოგების მარჟა კი საკმაოდ დაბალია და 2.8%-ს შეადგენს. 

მეორე ადგილზე 1.2 მლრდ ლარის შემოსავლით სს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფია, მისი მოგების მარჟა 9.1%-ია. მესამე ადგილზე კი ენერგო-პრო ჯორჯიაა მილიარდზე მეტი შემოსავლით და 31.3%-იანი მარჟით.

რეიტინგში მეოთხე და მეხუთე ადგილს თეგეტა მოტორსი (797 მლნ ლარი) და სს ნიკორა (750 მლნ ლარი) იკავებს.

პსპ და ავერსი 745 და 691 მილიონიანი შემოსავლებით მეექვსე და მეცხრე ადგილებზე ნაწილდებიან და ჯამურად 16,000-მდე დასაქმებული ჰყავთ.

15 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანია საქართველოში შემდეგია: