2023 წლის I კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 759.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 279.4 ლარით). ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

მათ შორის ქალების ხელფასმა 1 395.5 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 208.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  •  მსხვილი ბიზნესი – 1 899.4 ლარი
  •  საშუალო ბიზნესი – 2 030.1 ლარი

  • მცირე ბიზნესი – 1 368.7 ლარი.