2022 წლის განმავლობაში საქართველოში $54 მილიონის ღირებულების 12.5 ათასი ტონა ყავის (ხსნადი, დაფქული, მარცვლები) იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი ჩაის (შავი და მწვანე) იმპორტს თანხობრივად 5.4-ჯერ აღემატება, მოცულობით კი ჩაის იმპორტი 4.6-ჯერ ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ყავაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ჩაიზე, ამის შესახებ საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა.
2022 წელს საქართველოში შემოტანილი იყო $25.8 მილიონის ხსნადი ყავა, ხოლო $28.2 მილიონის დაფქული ყავა და მარცვლები.
საქართველოში იმპორტირებული ჩაის დიდი წილი შავ ჩაიზე მოდის და მისი ღირებულება $9.1 მილიონ დოლარს შეადგენს, მწვანე ჩაის იმპორტი კი მხოლოდ $836 ათასი დოლარია.