„გასტრონომ ჯგუფი“ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც ისინი უერთდებიან გამაფრთხილებელ/საყოველთაო გაფიცვას, რომელიც 15 იანვარს არის დაგეგმილი.

„გასტრონომ ჯგუფი“ უერთდება საყოველთაო გაფიცვას. ჩვენს ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები 15 იანვარს  15:00-დან 18:00-მდე დაიკეტება.

ცნობისთვის, 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გაფიცვა დაანონსდა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ღონისძიების აღწერიდან ჩანს, გაფიცვა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება.

„საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება. ამიტომ: იმის მიუხედავად თუ სად მუშაობ, ბიზნესის მფლობელი ხარ, მენეჯერი თუ დასაქმებული – შემოგვიერთდი! იფიცება საქართველო!“, - წერია ღონისძიების აღწერაში.