ვიკრიბებით, იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მარგველაშვილმა პრემიერთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ვიკრიბებით, იმისათვის რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. როგორც იცით, ჩვენ 2200-ზე მეტმა ბიზნესწარმომადგენელმა გავაკეთეთ განცხადება საჯარო სივრცეში. ჩვენი გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ, ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები,“ - აღნიშნა მარგველაშვილმა.