"ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის მთელს მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოსთვის ძალიან მომავლის ბაზარია." - ამის შესახებ ბორჯომის პრეზიდენტმა ლევან ბაღდავაძემ განაცხადა. ის სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად ჩინეთში ბიზნესფორუმს ესწრება.

ბაღდავაძემ ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რა მოლოდინები აქვს ბორჯომს ჩინეთის ბაზართან დაკავშირებით. 

"რაც შეეხება ჩვენს კომპანიას და ჩვენს პროდუქციას ბორჯომს, ვფიქრობ რომ ის თავის მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩინეთის ბაზარზე და მოთხოვნადი პროდუქტი იქნება ისევე როგორც მთელს მსოფლიოში" - განაცხადა კომპანია "ბორჯომის" პრეზიდენტმა