„ველოდით, რომ წელს ტურისტებისგან მეტ ჯავშანს მივიღებდით, თუმცა ჩვენი მოლოდინი ჯერჯერობით არ გამართლდა“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ სასტუმრო „ფოსტა მესტიას“ მენეჯერმა გვანცა ფალიანმა უთხრა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ტურისტების კლება საგრძნობია.
„მაგალითად შარშან ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავდა, დღეს მესტიაში ყველა იძახის, რომ არც რესტორანს, არც სასტუმროს მომხმარებელი არ ჰყავს. ასევე გვყავდა რამდენჯერმე კორეელების ჯგუფები. წელს ძალიან ბევრი ჯავშანი მივიღეთ, თუმცა მათი უმეტესობა გაუქმდა, მიზეზს არავინ არ გვეუბნება, რატომ,“ - აღნიშნა გვანცა ფალიანმა.
სასტუმრო „ფოსტა“ 32 ნომრიანია , აქედან 2 - შშმ პირებზე მორგებული. სასტუმროში განთავსებულია საცურაო აუზი, ფინური საუნები, საბავშვო ცენტრი, ღია და დახურული ტიპის ტერასები, ბარი და სამზარეულო - ამ სერვისებით სარგებლობას დამსვენებელი „ფოსტის“ ახალ შენობაში შეძლებს. სასტუმრო „ფოსტა“ მესტიაში პირველი სასტუმროა, რომელსაც საკუთარი აუზი და სპა ცენტრი აქვს.