The Wine - ასე ჰქვია ღვინის ინდუსტრიაში ახალ შესაძლებლობას, რომელიც „თბილღვინომ“ დეკემბრის თვეში დანერგა.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, ალექსანდრე მარგველაშვილი "კომერსანტთან" ამბობს, საქართველოში ღვინის უძველესი ტრადიცია არსებობს, თუმცა მისი ბოთლებში ჩამოსხმის კულტურა შედარებით გვიან დაინერგა.
ამ ვითარებაში კი „თბილღვინო“ საკუთარი ექსპერტიზისა და საერთაშორისო კონტაქტების დახმარებით ქართველი მომხმარებლისთვის ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული, ამერიკული და ახალზელანდიური ღვინოების გაცნობის შესაძლებლობას ქმნის.
„როგორც მეღვინეობისა და საოჯახო მეღვინეობის ბიზნესის წარმომადგენლები, ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებდა უცხოური მეღვინეობის პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის უძველესი ტრადიცია აქვს, უცხოური კულტურა საკმაოდ სპეციფიკურია. საქართველოში ბოთლირებული ღვინის კულტურა შედარებით გვიან გახდა პოპულარული, აქედან გამომდინარე განვითარების ეტაპზეა.
იმის გამო, რომ „თბილღვინოს“ კარგი კონტაქტები აქვს ღვინის საერთაშორისო ბაზარზე და ასევე ღვინის ექსპერტიზაც ჩვენ გუნდში გვაქვს, გადავწყვიტეთ, რომ ქართველ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უცხოური ღვინის შესწავლის მზარდი ინტერესი აქვთ, ამის საშუალება მიგვეცა.
მუშაობის პროცესში საუკეთესო მეღვინეები შევარჩიეთ და დავიწყეთ ფრანგული, იტალიური, ესპანური, გერმანული, ამერიკული და ახალზელანდიური ღვინოების იმპორტი, თუმცა ახალი კომპანიებისა და ქვეყნების დამატებაზე ისევ ვმუშაობთ.
ჩვენი ამჟამინდელი იმპორტიორები თავთან რეგიონებში კლასიკა ღვინოებს აწარმოებენ, ამიტომ ქართველი მეღვინეებისთვის აუცილებელია, მათ კულტურასა და ტექნიკას გავეცნოთ, რათა ვიცოდეთ, მსოფლიო რა ღვინოს სვამს“, - აღნიშნა „თბილღვინოს“ მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ქართველია.
‘დივაინის‘ გახსნამდე რაიმე სიღრმისეული კვლევა არ ჩაგვიტარებია, უბრალოდ დავინახეთ, რომ ადგილობრივი ბაზარი უცხოური ღვინით იყო დაინტერესებული. ეს პროექტი პირდაპირ დავიწყეთ. ობიექტმა 20 დეკემბერს დაიწყო მუშაობა, ჯერ დიდი ისტორია არ გვაქვს, მომხმარებლების უმეტესობა კი ქართველია. როგორც აღვნიშნე, უცხოური ღვინოების გასინჯვისა და სწავლის სურვილი საქართველოში ნამდვილად დიდი ხანია არის, მაგრამ აქამდე საკმარისად კარგი ხარისხის და ცნობილი მეღვინეობები არ არსებობდა, რომლებსაც თუნდაც დღეს ჩვენ წარმოვადგენთ. თუმცა, ეს მიმდინარეობა ახლა ერთგვარი „ტრენდია“ და ჩვენ გარდა სხვებიც არიან, ვისაც უცხოური ღვინო ჩამოაქვთ“, - აღნიშნა ალექსანდრე მარგველაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.