UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია ლუქს კლასის საათების ბრენდის, Richard Mille-ის ამბასადორი და პარტნიორი გახდა,- ინფორმაციას ამის შესახებ შვეიცარიული ბრენდის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ. 

,,UFC-ის მსუბუქი წონის მსოფლიო ჩემპიონი ილია თოფურია 2026 წელს Richard Mille-ის ოჯახს შეუერთდა და საბრძოლო სპორტის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელიც ბრენდის პარტნიორთა რიგებში შევიდა",- ნათქვამია Mille-ის საიმიჯო კამპანიაში. 

ზუსტად რამდენს მიიღებს თოფურია Richard Mille-თან თანამშრომლობით, ჯერჯერობით უცნობია, როგორც წესი, 

ლუქს ბრენდები ასეთ კონტრაქტებს არ ასაჯაროებენ, თუმცა ზოგადი ცნობებით, საათების ბრენდები ჩვეულებრივ წელიწადში $500,000 – $2,000,000 იხდიან (გამონაკლის შემთხვევაში უფრო მეტიც, თუ სპორტსმენი ეპოქალური სახეა, მაგალითად რაფა ნადალი).

გარდა ამისა, თანამშრომლობა მოიცავს უფასო საათებს(რომელიც ჯამში $200K–$1 მილიონი ღირს), ასევე  სხვადასხვა სახის ბონუსს. 

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიული ბრენდი Richard Mille ბრენდის წარმომადგენლად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ცნობად სახეებს ირჩევს.