„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, Volkswagen ისრაელის კომპანია Rafael Advanced Defence Systems-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს შეთანხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც გერმანული კონცერნის ერთ-ერთ ქარხანაში წარმოება ავტომობილებიდან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროდუქტებზე გადავა.
საკითხთან დაკავშირებული წყაროების ცნობით, ორივე კომპანია გეგმავს პრობლემური ოსნაბრიუკის ქარხნის გადაკეთებას ისრაელის მთავრობის საკუთრებაში არსებული „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტების წარმოებისთვის.
Volkswagen და Rafael იმედოვნებენ, რომ შეინარჩუნებენ ქვემო საქსონიის ქარხანაში არსებულ 2300 სამუშაო ადგილს, რომელსაც დახურვა ემუქრებოდა და ასევე გეგმავენ სისტემების ევროპულ ქვეყნებში გაყიდვას.