„უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების კლების ტენდენციაა,“ – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია ELP-ის დამფუძნებელმა ლევან ელიზბარაშვილმა "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „კლება და ნეგატივი უძრავი ქონების ბაზარზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.“

 უძრავი ქონების ბაზარზე ზაფხულშიც გაგრძელდა ის ტენდენციები, რაც გვქონდა მთელი წლის განმავლობაში – კლების ტენდენცია. კლებამ რაოდენობაში დაახლოებით 10% შეადგინა",- აღნიშნა ლევან ელიზბარაშვილმა. 

კომპანიის დამფუძნებელი ძირითადი მიზეზად ფასების ზრდას ასახელებს:

„არ მგონია, ამას რამე ეშველოს, ან რამე შეიცვალოს. განსაკუთრებით ეს გამოწვეულია იმით, რომ კვადრატული მეტრის ღირებულება მატულობს, რაც აშკარად ხელს უწყობს რაოდენობრივი რეალიზაციის კლებას.“

მისივე თქმით, ახალმა საბინაო ფონდმა მეორად ბაზარს დაუთმო ადგილი.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტორი, რომ ახალმა საბინაო ფონდმა დაუთმო ადგილი მეორად ბაზარს, სადაც დინების რეალიზაციამ უფრო მეტი წილი დაიკავა, ვიდრე სხვა პერიოდებში.“

 „2%-ით შემცირდა ახალი ბინების წილი რეალიზაციაში აგვისტოს თვეში, რაც ძველსა და ახალ ბინებს შორის არსებულ ფასთა შორის სხვაობით არის გამოწვეული,“ – ამბობს ელიზბარაშვილი და ამატებს: „სინამდვილეში, კლება და ნეგატივი უძრავი ქონების ბაზარზე ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს",- აღნიშნა ა ლევან ელიზბარაშვილმა "კომერსანტის" ეთერში.