თურქეთის სასტუმროებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, ტრადიციული „შვედური მაგიდის“ ფორმატის გაუქმებაზე მსჯელობენ.ინიციატივის მიზანი  საკვები ნარჩენების რაოდენობის შემცირებაა.

თუ თურქეთის ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, all inclusive სისტემა შეიძლება ჩანაცვლდეს à la carte ფორმატით, სადაც სტუმარი მხოლოდ იმ რაოდენობის საკვებს შეუკვეთეს, რამდენის ჭამასაც შეძლებს. თურქეთის ნარჩენების პრევენციის ფონდის მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 23 მილიონი ტონა საკვები იყრება. ყველაზე ხშირად ნარჩენებში ხვდება ცომეული, ხილი და ბოსტნეული.

ყოველდღიურად ქვეყანში მინიმუმ 12 მილიონ პურს ყრიან, ასევე ქრება თითქმის 50% ყველაზე პოპულარული „საოჯახო საუზმე“, რომელსაც კაფეებსა და რესტორნებში სთავაზობენ მომხმარებლებს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტურისტების მიერ „შვედურ მაგიდაზე“ აღებული საკვები ხშირად ხელუხლებელი რჩება, თუმცა ის მაინც უნდა გადააგდონ. პროდუქტების ქუჩის ცხოველებისთვის მიცემა კი აკრძალულია, რადგან ეს ანტისანიტარიასა და უწესრიგობას გამოიწვევს. შედეგად „მილიონობით ლირა იფლანგება“, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ნარჩენების რაოდენობის მხოლოდ 5%-ით შემცირება ქვეყანაში ათობით მილიარდის დანაზოგს ნიშნავს.