ნაყინის მწარმოებელმა კომპანია „თოლიამ“ 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ერთ წელიწადში კომპანიის გაყიდვები 6 მილიონი ლარით, 50.1 მილიონამდე გაიზარდა. წლიურად 1.1 მილიონით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება და 2.6 მილიონ ლარი გახდა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „თოლიასთვის“ მთავარ ხარჯს ინგრედიენტების შესყიდვა წარმოადგენს, რაზედაც 2021 წელს 25 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 9.5 მილიონი ლარი განისაზღვრა, მიწოდება ტრანსპორტირების ხარჯები კი 4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები კი 5.5 მილიონ ლარს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში „თოლიას“ აქტივები 33.5 მილიონი ლარი, კომპანიის ვალდებულებები კი 17.3 მილიონი ლარი იყო.
კომპანია ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს, მისი დამფუძნებელი და ძირითადი პარტნიორია ბიზნესმენი გოგი თოფაძე, რომელიც ამავდროულად „თოლიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიცაა.