კომპანია„ ტენე“ power bank-ების, ყურსასმენების და ადაპტერების  წარმოებას აანონსებს - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ კომპანიის დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით საწყის ეტაპზე კომპანია მომხმარებელს ადაპტერს შესთავაზებს,  დანარჩენი პროდუქტების ბაზარზე  მოგვიანებით გამოჩნდება. ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული  პროექტის  განსახორციელებლად შესაბამისი თანხების მოძიებაა საჭირო და პროექტის სრულად განხორციელებას მაქსიმუმ 5 წელიწადში გეგმავს.

„სამწუხაროდ ვერ ერთი სახელმწიფო პროგრამით ამ მასშტაბის წარმოებას ვერ განახორციელებ, ვფიქრობ რომ საწყის ეტაპზე  ეს პროდუქტები მინიმალური დანახარჯებით უნდა გაკეთდეს.

პირველი ეტაპი იქნება სათადარიგო ნაწილების შეძენა  და აწყობა, ხოლო რაც  შეეხება  პლასტმასის ნაწილებს ვფიქრობ, რომ ის მეორადი პლასტმასით იქნება  ჩამოსხმული. ჩემი გათვლებით ამის  განხორციელებას დაახლოებით 5 წელი უნდა, თუმცა უფრო მალე დავიწყებთ“ - აღნიშნა სანდრო ლილუაშვილმა.

გარდა იმისა, რომ კომპანია „ტენე“ აწარმოებს USB კაბელებს, ჩამოყალიბდა ისეთ კომპანიად, რომელიც  ნარჩენების მართვაზე მუშაობას და ბოთლების ჩაბარებას, ნელ-ნელა  ისეთი მასალების ჩაბარებაც დაამატეს როგორიცაა  ქაღალდი, მინა, ალუმინის ქილა და ელემენტები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ელემენტი შეიცავს მძიმე მეტალებს და მისი გარემოში მოხვედრა საზიანოა,  გადავწყვიტეთ რომ მოსახლეობისთვის მისი  ჩაბარება შეგვეთავაზებინა, რასაც ჩვენ ერთ-ერთ პარტნიორ კომპანიასთან vapify-სთან ვახორციელებთ და გვაქვს ჩასაბარებელი წერტილები.

მონიტორიან სტენდებზე დავდგით „ტენეს“ მწვანე კალათები, სადაც მოსახლეობას შეუძლია ელემენტების ჩაყრა, ეს  წერტილები განთავსებულია მოლებში და სავაჭრო ცენტრებში. ის ადამიანები ვინც ელექტროსიგარეტებს და ელემენტებს ჩააბარებს აგროვებს „ტენე ქოინებს““ - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილის თქმით „ტენეს“ სარეალიზაციო ქსელი ფართოვდება, თუ კომპანია აქამდე 3000-მდე უბნის ქსელურ  წერტილში იყო წარმოდგენილი და დიდ  ქსელებში  შესვლას ვერ  ახერხებდა. ამჟამად  „სუფთა სახლის“ 230-მდე მაღაზიაში და კარფურის  ორ ჰიპერმარკეტშია წარმოდგენილი.