ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაში წილები კიდევ ერთხელ გადანაწილდა. საჯარო რეესტრის 16 ოქტომბრის დოკუმენტების მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 25-25%-ს ახლა მარიამ (მაკა) ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, მაია ჩიგოშვილი და ტელეწამყვანი მაგდა ანიკაშვილი ფლობენ.
კომპანიიდან სრულად გავიდნენ „პრაიმ მედია გლობალი“, ვასილ კალანდარიშვილი და ნათია სონღულაშვილი. წილები სიმბოლურ ფასად გაიყიდა: 10%-იანი წილები 100-100 ლარად, ხოლო „პრაიმ მედია გლობალის“ 50% — 500 ლარად.
ბოლო ცვლილების შემდეგ, წილები ასე ნაწილდება:
- მარიამ (მაკა) ლომიძე - 25% (ფლობდა 10%-ს);
- ირაკლი ჩიხლაძე - 25% (ფლობდა 10%-ს);
- მაია ჩიგოშვილი - 25% (ფლობდა 10%-ს);
- მაგდა ანიკაშვილი - 25% (ახალი მეწილეა).