2023 წლის ნოემბერში World Class Georgia-ს და კომპანია X2 Development-ს შორის პარტნიორული ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც 2024 წლის ზაფხულში თბილისში მსოფლიოში ცნობილი ფიტნესბრენდის World Class-ის კიდევ ერთი ფიტნესკლუბი გაიხსნება.

სრულიად ახალი, ლუქს ტიპის მულტიფუნქციური კლუბი X2 დეველოპმენტის ერთერთ გამორჩეული პროექტის Shartava Poolhouse-ის 23 და 24 სართულზე განთავსდება. X2 Development პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც განახორციელა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის სახურავზე საცურაო აუზის მშენებლობა და აქ სულ მალე, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ფიტნესბრენდის World Class-ის ლუქს ტიპის სპორტული კომპლექსი მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების ფიტნესსერვისს შესთავაზებს.

World Class Poolhouse 3000 კვ.მ-ზე განთავსდება და აქ დაგხვდებათ:

  • 25 მეტრიანი აუზი დასასვენებელი და გასარუჯი სივრცით, სხვადასხვა ტიპის საუნა და კომფორტული სპა ზონა რამდენიმე სამასაჟო ოთახით და სილამაზის სალონით
  • მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, ''Technogym''-ის უახლესი ხაზით აღჭურვილი 800 კვ.მ. ფართობის დარბაზი, ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით
  • მსოფლიოში ცნობილი ახალზელანდიური ბრენდის ''Les Mills''-ის სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრი. იოგა ჰამაკებით''AntiGravity®''-სა და ''Romana's Pilates''-ის ინდივიდუალური და ჯგუფური პროგრამები
  • სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნესკაფეები, სპეციალურად მომხმარებლის განტვირთვისათვის განკუთვნილი ლაუნჯ ზონა და Nike-ის სპორტული მაღაზია;
  • ავტომობილების პარკირების ზონა მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის. 

World Class Georgia-ს მწვრთნელების გუნდი მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართავს სავარჯიშო პროცესს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საუკეთესო შედეგების მისაღწევად. მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class, Les Mills, Romana's Pilates (აშშ), AntiGravity® (აშშ), Technogym (იტალია);

კომპანია X2 Development თბილისის მასშტაბით 5 დასრულებული და 6 მიმდინარე პროექტი აქვს,
პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში მომდევნო წლების განმავლობაში იგეგმება World Class-ის ახალი დარბაზების გახსნა X2 Development-ის რამდენიმე ახალ პროექტში, მათ შორის  ბიზნეს კლასის საცხოვრებელ კომპლექსებში RiverFront Residence  და Tsereteli Deluxe.