თბილისში ცივ საწყობში პროდუქტის შენახვა ტონაზე საშუალოდ $27.2 ღირს.
2025 წელს თბილისში ცივ საწყობში პროდუქტის შენახვის საშუალო თვიური ფასი ტონაზე $27.2 იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთში იგივე მომსახურების საშუალო ღირებულებამ $23.5 შეადგინა. ფასები დღგ-ის გარეშეა მოცემული.
თბილისში მაჩვენებელი 2024 წლის $29.1-თან შედარებით შემცირდა, თუმცა 2019 წლის $23.1-ს კვლავ აღემატება. სამეგრელო-ზემო სვანეთში კი ფასი 2024 წლის $20.2-დან $23.5-მდე გაიზარდა.
ორი ბაზარი ობიექტების მასშტაბითაც განსხვავდება. კვლევის მიხედვით, თბილისში გასაქირავებელი ცივი საწყობების საშუალო მოცულობა 1 297 კუბური მეტრია, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი 341 კუბური მეტრი. საკუთარი მოხმარებისთვის განკუთვნილი ობიექტები ორივე რეგიონში გაცილებით დიდია.
ცივი საწყობის საბოლოო ხარჯზე გავლენას ახდენს ენერგიის მოხმარება, შენახვის ტემპერატურა, პროდუქტის ტიპი, დატვირთვის ხანგრძლივობა და ობიექტის ტექნიკური მდგომარეობა.