დაახლოებით ორი თვეა რაც თბილისში სათხილამურო კლუბი Ski Club Georgia გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს სნოუბორდზე და თხილამურზე სწორად სრიალს ასწავლი. როგორია სათხილამურო კლუბის მიმართ დაინტერესება ამის შესახებ „კომერსანტი“ კლუბის დამფუძნებელს და დირექტორს გიორგი ჩიტაიშვილს ესაუბრა. ჩიტაიშვილის თქმით დახურულ დარბაზში განთავსებულია სპეციალური სიმულატორები, სადაც ერთდროულად სამ მომხმარებელს შეუძლია დადგომა.

„ჩვენი სათხილამურო დარბაზი დაახლოებით ორი თვეა, რაც  ფუნქციონირებს, ბაზარზე ახლა ვიმკვიდრებთ თავს, სტარტაპ ბიზნესია და ვცდილობთ რომ მომხმარებელი მოვიზიდოთ.

დახურულ სივრცეში გვაქვს სპეციალური სიმულატორები მოწყობილი,სადაც მომხმარებელს თხილამურზე და სნოუბორდზე სწორ სრიალს ვასწავლით. ჩვენთან მოდიან, როგორც დამწყები, ასევე საშუალო დონის პროფესიონალები.

სიმულატორს აქვს სხვადასხვა დონის სიჩქარე სხვადასხვა დონის მომხმარებლისთვის, იწყება 5კმ/სთ სიჩქარით და ადის 35 კმ/სთ-მდე, ასევე აქვს შესაძლებელია დახრის კუთხის როგორც ბოლომდე აწევა, ასევე დაწევაც.“ - აღნიშნა გიორგი ჩიტაიშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, ჩიტაიშვილი აღნიშნავს, აქვთ როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შეთავაზებები.

„ოჯახური პაკეტის შემთხვევაში მაქსიმუმ ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია დადგეს, ჯგუფური პაკეტის შემთხვევაში 2-3 ადამიანი დგება, განსხვავება ჯგუფურსა და საოჯახოს შორის არის ის, რომ ჯგუფურის შემთხვევაში შეიძლება უცხო ადამიანთან მოუწიოს მომხმარებელს დგომა,ოჯახურის შემთხვევაში ერთი სამეგობრო ან ოჯახის წევრები არიან.

ჩვენ სერვისში შედის, როგორც სიმულატორზე დგომა 50 წუთის განმავლობაში, ასევე აღჭურვილობა და  ინსტრუქტორი. ადამიანებს, რომლებიც სიმულატორზე  არ  მდგარან 50 წუთი ცოტა დრო  ჰქონიათ, თუმცა ეს სიმულატორისთვის საკმაოდ დიდი დროა.“ - აღნიშნა გიორგი ჩიტაიშვილმა.

Ski Club Georgia-ს ძირითადი გათვლა აქვს ერთ -თვიან აბონემენტებზე, რადგან როგორც ჩიტაიშვილი აღნიშნავს, რომ მომხმარებელი 1-2 ვიზიტში თხილამურზე და სნოუბორდზე დგომას ვერ ისწავლის, რაც შეეხება ფასებს, ჩიტაიშვილის თქმით აბონემენტის ფასები განსხვავებულია იმის მიხედვით თუ დღის რომელ მონაკვეთში  სურს მომხმარებელს მისვლა.

„რაც შეეხება ერთჯერად ვიზიტებს მისი  ღირებულებაც განსხვავებული და ცვალებადია. ერთჯერადი ვიზიტი როდესაც სიმულატორზე 2-3 ადამიანი დგება დილის 10-დან საღამოს 6-მდე ღირებულება ერთ კაცზე  განისაზღვრება 0 ლარის ოდენობით, ხოლო საღამოს 6-დან  10-მდე 60 ლარი/

ინდივიდუალური ვიზიტის შემთხვევაში ღირებულება დილის 10-დან 6 საათამდე 90 ლარია, ხოლო 6 საათიდან 10 საათამდე  100 ლარი, ფასში შესულია ინსტრუქტორის მომსახურება და აღჭურვილობა, ინსტრუქტორის გარეშე სიმულატორზე ვერ დადგება მომხმარებელი, რადგან ის სამართავ პილტთან დგას და არეგულირებს როგორც სიჩქარეს ასევე  დახრის კუთხეს“ - აღნიშნა გიორგი ჩიტაიშვილმა.

ჩიტაიშვილი ასევე  აღნიშნავს,რომ დაინტერესება მზარდია, მოხმარებელები უკვე  სექტემბრისთვის ეწერებიან და აბონიმენტებს ყიდულობენ.

Ski club Georgia  ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს