თბილისში ახალი რესტორანი „ნამდვილი“ იხსნება. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, ახლა რესტორანს ის თავის გუნდთან და ჰოლანდიაში მცხოვრებ პარტნიორთან ერთად ხსნის. რაც შეეხება რესტორნის დასახელებას. როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა სახელის იდეა მწერალ დათო ტურაშვილს ეკუთვნის.

რესტორან „ნამდვილში“  იქნება ნამდვილი ქართული, სხვადასხვა კუთხის კერძები, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. მისი თქმით, რესტორანში მუსიკაც შესაბამისი იქნება.

„სუფრა და ქეიფი ღრეობაში გადასული არ უნდა იყოს. რესტორანი არის დასასვენებელი ადგილი, სადაც შენ უნდა მიიღო სიამოვნება, როგორც გარემოთი და სერვისით, ასევე კერძებით და მუსიკით,“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ რესტორნის კონცეფციაზე საუბრისას.

ახალი რესტორანი საბურთალოზე სააკაძის მოედნის მიმდებარედ, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გვერდით იხსნება.

რესტორან „ნამდვილის“ ოფიციალური გახსნა 11 ივლისს იგეგმება. ახალ ობიექტში 70-მდე ადამიანი დასაქმდება.