ავტორი: ნოდარ სირბილაძე

ნებისმიერი პროექტისა თუ საგანმანათლებლო ინიციატივის ეფექტიანობა მართვის სისტემურ მიდგომასა და პროცესების სწორ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. რა პრინციპებს ეფუძნება აკადემიური სტანდარტების უზრუნველყოფა, როგორ იმართება მრავალკომპონენტიანი პროექტები და რა როლი აქვს მენეჯმენტს საზოგადოებრივ პროცესებში, ამ თემაზე “კომერსანტი” ბიზნესის მენეჯმენტის ლექტორსა და მკვლევარს სოფიკო დეკანოსიძეს ესაუბრა. უნდა აღინიშნოს, რომ სოფიკო დეკანოსიძე ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორია, მისი სადოქტორო თემა

"ლიდერობა ორგანიზაციულ კულტურაში" ეხება გამოწვევებს რომელსაც ორგანიზაციულ კულტურაში ხშირად ვაწყდებით. მას გამოქვეყნებული აქვს 8 პუბლიკაცია/ნაშრომი, თემები ძირითადად ეხება: ლიდერობის როლისებრ დიფერენციაციას, "მართვის პროცესი, როგორც ხელოვნება", "ქარათული ბიზნეს კულტურის თავისებურებები: სტერეოტიპებიდან რეალობამდე","ლიდერობის გავლენა და მენეჯმენტში სტატეგიული ცვლილება ორგანიზაციულ კულტურაში" და სხვა. ამასთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში საქმიანობდა ტურიზმის მიმართულების ექსპერტად და მონაწილეობდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესებში, მათი შესაბამისობის შეფასებასა და ექსპერტული დასკვნების მომზადებაში. გარდა ამისა, The Universal Consulting-ში საქმიანობის პერიოდში სოფიკო დეკანოსიძე მართავდა და კოორდინაციას უწევდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებს, მათ შორის UN Women-ის, UNDP-ის, UNICEF-ის, UNFPA-ის, UNOPS-ის, WHO-ს და ასევე ევროპის საბჭოსთან დაკავშირებულ პროექტებს. სოფიკო თავის პროფესიულ გზაზე, აკადემიურ სტანდარტებსა და იმ 600-ზე მეტ ღონისძიებაზე გვესაუბრება, რომელთა ორგანიზებასა და განხორციელებაში იგი მონაწილეობდა ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა.

როდესაც თქვენს კარიერას ვუყურებთ, აშკარა აუწყვეტი პროფესიული ზრდა. რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ სავიზიტო ბარათად?

“ჩემი მთავარი სავიზიტო ბარათი ჩემი განათლება და ის პროფესიული გამოცდილებაა, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად დავაგროვე. კარიერაში არ არსებობს შემთხვევითი ნახტომები — ყოველი ახალი საფეხური წინა ეტაპზე მიღებული ცოდნის ლოგიკური გაგრძელებაა. სწორედ ამაკადემიურმა ბაზამ და პრაქტიკულმა მუშაობამ მომცა საშუალება, დღეს პროცესებს სისტემურად შევხედო, იქნება ეს სტუდენტებთან აუდიტორიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში თუ მრავალათასიანი ღონისძიების ორგანიზებისას”. - ამბობს სოფიკო დეკანოსიძე.

თქვენი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უკავშირდება. თქვენ უშუალოდ მონაწილეობდით კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასების, ავტორიზაციისა და მონიტორინგის პროცესებში. როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი და რას ნიშნავდა თქვენთვის ექსპერტად მუშაობა?

“ეს იყო უდიდესი აღიარება და, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა. როდესაც პროფესიული სასწავლებლები ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ან დამატებას გეგმავენ, ავტორიზაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია. იკრიბება ავტორიზაცია/ მონიტორინგის ექსპერტთა ჯგუფი და ხდება პროფესიული სასწავლებლის კონკრეტული დარგის მიმართულებების მიხედვით განხილვა: სილაბუსების, სამუშაო პროცესის, სწავლების მეთოდოლოგიის, შეფასების სისტემის და კრიტერიუმების, მოწვეული სპეციალისტების და ლექტორების გამოცდილებს და განათლების შესწავლა, ასევე ჩვენი  მოვალეობა იყო განგვესაზღვრა, რამდენად შეესაბამებოდა სასწავლებელში არსებული პირობები, მატერიალურ-ტექნიკური  ბაზა და დოკუმენტაცია დადგენილ სტანდარტებს. ეს არარის უბრალოდ ბიუროკრატიული პროცედურა - ეს არის გარანტი იმისა, რომ სტუდენტები ხარისხიან განათლებას მიიღებენ. როდესაც ხედავ, რომ შენი მუშაობით ქვეყანაში საგანმანათლებლო ეკოსისტემა უმჯობესდება, ეს განსაკუთრებულ მოტივაციას გმატებს რომ კიდევ უფრო მეტი აკეთო მომავალი თაობისთვის”. - აცხადებს სოფიკო დეკანოსიძე.

გარდა აკადემიური და ექსპერტული საქმიანობისა, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ივენთ მენეჯმენტში. ორგანიზებას უწევდით მასშტაბურ ღონისძიებებს
UN Women, UNDP, Unicef და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.  როგორ მოხდა ამ ორის შეთავსება?

“ღონისძიებების მენეჯერობა ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული და ძალიან საყვარელი ნაწილია. ვფიქრობ, ჩემს განათლებას, ორგანიზაციულ უნარებსა და ენერგიას სწორედ ამ მიმართულებაში მოვუყარე მაქსიმალურად თავი. 4.5 წლის განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში, 600-ზე მეტი ღონისძიება ჩავატარეთ.

ეს ციფრი თავისთავად მასშტაბურია, თუმცა ჩემთვის მთავარი მათი შინაარსი იყო. ზოგიერთი მათგანი იყო განსაკუთრებით დიდი, როგორც რაოდენობრივად, ისე იდეური თვალსაზრისით. ჩვენ ვქმნიდით პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იყო ქვეყნისთვის პოზიტიური ცვლილებების მოტანაზე, სოციალური ცნობადობის ამაღლებაზე, კეთილდღეობის შექმნასა და ინკლუზიურობაზე. როდესაც ხედავ ივენთზე მოსული ადამიანების ემოციას და აცნობიერებ, რომ ამ დიდ, პოზიტიურ ტალღაში შენი შრომაც დევს, ხვდები, რომ სწორ გზაზე ხარ”.

თქვენს მიერ ჩატარებული ღონისძიებიდან იყო ისეთებიც რომელთა ჩატარება იყო დარგისთვის მნიშვნელოვანი მიღწევებით დატვირთული. თქვენი ორგანიზებული პროექტებიდან რომელს გამოარჩევდით?

კოვიდ19-ის დაწყებისთანავე გაეროს ბავშვთა ორგანიზაციამ (UNICEF) წამოიწყო პროექტი რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებში ვიზიტს და შეხვედრებს დარგის ექსპერტებს, წამყვან ექიმებს და რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას, საეკლესიო ლიდერებს, საგანმანათლებლო საზოგადოებას შორის. მეტი ჩართულობა და ცნობადობის ასამაღლებლად იმუნიზაცია/ვაქცინაციის გაზრდისთვის. ეს იყო ნამდვილად წარმატებული პროექტი რომელიც დაგეგმილი იყო სტრატეგიულად სწორად და მიხარია რომ აღნიშნული პროექტის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიმიძღვის მე როგორც პროექტების და ღონისძიების მენეჯერს.  წარმატებული პროექტია იმდენად რომ UNICEF-ის მიერ მათ ოფიციალურ გვერდზე დევს პროექტის შედეგები.

UNICEF-ის მიხედვით, ერთობლივი ინტერვენციების შედეგად COVID-19-ის წინააღმდეგ სრულად აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 2021 წლის მაისში 9%-დან 2021 წლის აგვისტოს ბოლოსთვის 46%-მდე გაიზარდა. UNICEF ასევე აღნიშნავს, რომ მასწავლებლები მიღებულ ინფორმაციას საკუთარ თემებში ავრცელებდნენ, რაც ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებლების მიღწევას უწყობდა ხელს.

და კიდევ უფრო ფართო შედეგი UNICEF-ის შემდგომ ანგარიშშია: მათი COVID-19 საინფორმაციო ინტერვენციებით 400,000-ზე მეტ მასწავლებელს, სკოლის პერსონალს, ჯანდაცვის მუშაკს, რელიგიურ ლიდერს, მშობელსა და ბავშვს მიეწოდა ინფორმაცია COVID-19-სა და ვაქცინაციაზე; ინტერვენციებმა ხელი შეუწყო მასწავლებლების ვაქცინაციის მაჩვენებლის 9%-დან 76%-ზე მეტამდე გაზრდას 2022 წლის დასაწყისისთვის.

რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?

“ვინარჩუნებ იმავე დინამიკას. ვაგრძელებ ამ გზას - ცოდნის გაზიარებას, სტანდარტების გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და ისეთი პროექტების მართვას, რომლებიც საზოგადოებას რეალურ სარგებელს მოუტანს. მენეჯმენტი ჩემთვის პროცესების მექანიკური მართვა არ არის, ეს არის შესაძლებლობა, შეცვალო გარემო უკეთესობისკენ”. - განაცხადა სოფიკო დეკანოსიძემ.

ჩვენ საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით ივანე შამუგიას - UNDP-ის პროექტების კოორდინატორსა და შესაძლებლობების განვითარების მრჩეველს. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ანალიტიკურ და მენეჯერულ პოზიციებზე, მათ შორის ჩართული იყო ისეთ მნიშვნელოვან ინიციატივებში, როგორიცაა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ლოკალიზაცია საქართველოში და სოფლის განვითარების მხარდაჭერა (ENPARD).

ივანე შამუგია აღნიშნავს რომ სოფიკო დეკანოსიძესთან ერთად თანამშრომლობით განხორციელებული ღონისძიებებიდან განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია: "მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა ადგილობრივ დონეზე“.

„ვიმუშავეთ არაერთ საერთაშორისო მნიშვნელობის დოკუმენტზე მათ შორის “DG Agri overview of CAP and CAP SPs' budget & impact”  რომელიც ითარგმნა, დაკაბოდონდა და გამოიცა ქართულ ენაზე, რამაც  ქართველი მოსახლეობის ცოდნის გაღრმავება, ეფექტურობის გაზრდა და განვითარებაზე ზრუნვა მოახდინა. მიხარია რომ სოფიკოსთან თანამშრომლობა იყო ყოველთვის მიზნებზე ორიენტირებული და პროდუქტიული“.- განაცხადა ივანე შამუგიამ.