თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR-ისა და სარეკლამო სააგენტო BETTERFLY-ს ორგანიზებით, ღონისძიებაზე მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი 70-მდე მეწარმის ნამუშევრები და პროექები იქნება წარმოდგენილი.  

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია„თეგეტა გრინ პლანეტი. „მწვანე ბაზრის“ ტერიტორიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში13:00-იდან 20:00 საათამდე გაიმართება ვორქშოპები და საუბრები გარემოზე ზრუნვასა და პლანეტის მწვანე მომავალზე.

ფესტივალის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით შეაქვთ წვლილი პლანეტის კეთილდღეობაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუიკაციების ხელმძღვანელი: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ,როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ მწვანე მომავალზე ორიენტირებულ სხადასხვა პროექტს. ამ თემაზე სასაუბრო ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. თეგეტას სივრცეში გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ პლანეტაზე ზრუნვის საკითხებზე და საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ „თეგეტა გრინ პლანეტისსაქმიანობის მიმართულებები“.

4 ივნისს ფესტივალზე მისულ სტუმრებს ეკო მარკეტი დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვინტაჟური ნივთი, სოციალური საწარმოების და მწვანე მეწარმეების ნამუშევრები, მდგრადი მოდის და პროდუქტის შემქმნელების ნამუშევრები, ვინაჟური სამოსის აქსესუარები. ასევე მარკეტზე იქნება შეკეთებული ნივთების ზონა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ვორქშოპებში მონაწილეობ ნებისმიერ მსურველს შეუძლია.